„პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, რაიმე ტიპის ჩარევა დაგეგმილი არ გვაქვს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგიის და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კვაჭაძემ პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განუცხადა.
„პაციენტი არის მართვით სუნთქვაზე. უგრძელდება სამკურნალო დაცვითი ნარკოზი, უტარდება მკურნალობა დანიშნულების მიხედვით“, - განაცხადა კვაჭაძემ.
რაც შეეხება შეკითხვას, ხომ არ იგეგმება პაციენტის საზღვარგარეთ გადაყვანა, ექიმმა აღნიშნა: „ვერ გეტყვით. დაველაპარაკებით ოჯახს და თუ სურვილი იქნა, ყველაფერში დავეხმარებით“.