პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მაღალ შეფასებას აძლევს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღით მიღწეულ პროგრესს, ასევე მხარს უჭერს დიალოგს საარჩევნო რეფორმაზე:
„არც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და არც მისმა სატელიტმა ე.წ. „ევროპულმა საქართველომ“ არ დაუჭირეს მხარი ამ კანონის მიღებას.
ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაცია ამ მავნებელი ჯგუფების თითქოს პროდასავლურობის და რეფორმების მსურველობის“, - წერს ანრი ოხანაშვილი.