„ყველაზე მეტი „ტროლი“ და „ბოტი“ ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შენაერთები“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც Facebook-ის მიერ ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი ასობით ყალბი გვერდისა და ანგარიშის გაუქმებას შეეხებოდა.
„რისი გამოძიება უნდა დაიწყოს. Facebook არის თავისუფალი სივრცე, ცენზურას ვუწესებთ Facebook-ს? ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი შეხედულება ამ თუ იმ თუ ფორმით. Facebook არის თავისუფალი სივრცე და ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც მისი დანაყოფები ვერ შეზღუდავს მას“, - განაცხადა კალაძემ.