„ეს მხარდამჭერი განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველოში სწორად განვითარდეს მომავალი წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესები“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადების შეფასებისას განუცხადა.
„აქ არის გამოკვეთილი ორი ძირითადი საკითხი, ერთი ეს არის სასამართლო რეფორმა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მათ შორის პირველ რიგში ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად და მეოთხე ტალღის რეფორმა, რომელიც განხორციელდა, არის პირველ რიგში გამოტანილი ამ განცხადებაში. ასევე ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მიესალმებიან იმ დიალოგს, რომელშიც ჩვენ შევედით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ეს მხარდამჭერი განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოში სწორად განვითარდეს მომავალი წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესები. ჩვენს ვაგრძელებთ მეგობრობას და პარტნიორობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და პირველ რიგში იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მათ მაღალ შეფასებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.