logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ომბუდსმენის ანგარიშზე: ასეთი „ტროლებითა“ და „ბოტებით“ საუბარი არ შეიძლება
- +

24 დეკემბერი. 2019. 13:32

 

„ასეთი „ტროლებითა“ და „ბოტებით“ საუბარი არ შეიძლება“, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის ანგარიში, რომელშიც პენიტენციურ სისტემაში ძალადობის ფაქტებზე არის საუბარი.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს, როდის იყო პენიტენციურ სისტემაში სისტემური პრობლემები და როდის აღიკვეთა.

 

„ორი კვირის წინ ჩვენ ასევე მოვისმინეთ სახალხო დამცველის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა შეგვეჩერებინა საჯარო მოსამსახურეების იძულებით ჩამოყვანა თბილისში აქციაზე. ეს იყო დაახლოებით, „ტროლებზე“ და „ბოტებზე“ რომ საუბრობენ, იმის ანალოგიური ხასიათის განცხადება. 30 ათასამდე ადამიანის სახლში დატოვება მოგვიწია იმიტომ, რომ ტრანსპორტი არ იყო სათანადო რაოდენობით უზრუნველყოფილი. ასეთი „ტროლებით“ და „ბოტებით“ საუბარი არ შეიძლება, როდესაც საუბარია პრობლემაზე, იქ უნდა იყოს მითითებული ფაქტებიც. თუ იქნება ფაქტები, განვიხილოთ ისინი და ამის მიხედვით გამოვიტანოთ დასკვნები. თუ არის ფაქტი - თითოეულ შემთხვევაზე არის საჭირო რეაგირება და დარწმუნებული ვარ იქნება რეაგირება. რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, როდის იყო სისტემური პრობლემა საქართველოში და როდის აღიკვეთა - თქვენ ჩემზე კარგად იცით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 2019 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეში N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი ჩაატარა.

 

„პენიტენციურ დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, რაც ვლინდება პატიმართა შორის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, ციხის კრიმინალური სუბკულტურის არსებობასა და დეესკალაციის, სამარტოო, შიდა კლასიფიკაციის საკნების ხანგრძლივად, არამიზნობრივად დასჯის მიზნით გამოყენებაში, - ამის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებშია აღნიშნული", - ნათქვამია სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner