logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ტელევიზიებისთვის გადასახადის გადახდის მოთხოვნა როგორ შეიძლება შეფასდეს ზეწოლად, ეს არ ვიცი
- +

24 დეკემბერი. 2019. 13:35

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანების მქონე ტელევიზიების მიმართ განსხვავებული მიდგომა დაუშვებელია.

 

„გადასახადის გადახდის მოთხოვნა როგორ შეიძლება შეფასდეს ზეწოლად, ეს არ ვიცი. მიდგომა იქნება თანაბარი როგორც ერთი, ისე მეორე და ისე მესამე ტელევიზიის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ერთი დღის ვადას აძლევს, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაფარონ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner