პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა:
პირველი: ზოგადი მესიჯი - მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნის ძალიან პოზიტიური შეფასება.
მეორე და მესამე: საქართველოში ბოლო დროის ყველაზე აქტუალური თემების (სასამართლო რეფორმის და მიმდინარე დიალოგის) პოზიტიური შეფასება.
მეოთხე და მეხუთე: მომავალზე ორიენტირებული მესიჯები, - მოწოდება მიღწეული პროგრესის განმტკიცებაზე და ხელშეწყობის გაგრძელების დაპირება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.
ქართული ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ განცხადებასაც კი ნეგატიურ შეფასებას არქმევს, ანუ იტყუება იმის შესახებ, რაც ხალხის თვალწინ დევს და შავით თეთრზე წერია, ჩანს!..
წარმოიდგინეთ, რაც ასე აშკარად არ ჩანს და პოლიტიკოსებისგან უნდა გაიგოს ხალხმა, იმაზე რას აკეთებენ...“ - წერს მდინარაძე.