logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია იტყუება იმის შესახებ, რაც ხალხის თვალწინ დევს და შავით თეთრზე წერია, ჩანს!..
- +

24 დეკემბერი. 2019. 18:56

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა:

 

  1. მხარს ვუჭერთ უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს.

 

  1. მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს.

 

  1. მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ.

 

  1. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით.

 

  1. აშშ გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად.

 

პირველი: ზოგადი მესიჯი - მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნის ძალიან პოზიტიური შეფასება.

 

მეორე და მესამე: საქართველოში ბოლო დროის ყველაზე აქტუალური თემების (სასამართლო რეფორმის და მიმდინარე დიალოგის) პოზიტიური შეფასება.

 

მეოთხე და მეხუთე: მომავალზე ორიენტირებული მესიჯები, - მოწოდება მიღწეული პროგრესის განმტკიცებაზე და ხელშეწყობის გაგრძელების დაპირება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.

 

ქართული ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ განცხადებასაც კი ნეგატიურ შეფასებას არქმევს, ანუ იტყუება იმის შესახებ, რაც ხალხის თვალწინ დევს და შავით თეთრზე წერია, ჩანს!..

 

წარმოიდგინეთ, რაც ასე აშკარად არ ჩანს და პოლიტიკოსებისგან უნდა გაიგოს ხალხმა, იმაზე რას აკეთებენ...“ - წერს მდინარაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner