logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას შეხვდა
- +

25 დეკემბერი. 2019. 11:50

 

ირაკლი ღარიბაშვილს თურქეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში თურქმა კოლეგამ ჰულუსი აკარმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ჰულუსი აკარს თურქეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე თურქეთის როლი ხაზგასმით აღნიშნა. მან თურქულ მხარეს საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო, რომელიც მიზნად ისახავს ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას.

 

მხარეებმა თურქეთსა და საქართველოს შორის სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავების გზებზეც  იმსჯელეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში თურქეთის ჩართულობაზე და აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

 

პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა თურქულ მხარესთან გაფართოებული შეხვედრა გამართეს, სადაც თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

 

გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ლოჯისტიკური მხარდაჭერის შესახებ შეთანხმება თურქეთის მხრიდან თავდაცვის სამინისტროსთვის 100  მილიონი თურქული ლირის ოდენობის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს.

 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლისა და პირველი პრეზიდენტის მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო და მისი მუზეუმი დაათვალიერა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner