„პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან გრიპის ვირუსთან დაკავშირებით არანაირი ეპიდემიური მონაცემები არ გაგვაჩნია - როგორმე გადავიტანთ“, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძე გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ჟურნალისტების დასმულ კითხვას.
„რა თქმა უნდა, როდესაც არის გრიპის ვირუსი და ეს ვირუსი არის სეზონური, ყოველთვის არის იმის რისკი, რომ მოხდეს გარკვეული დაგვიანება სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების მიერ, თუმცა ჩვენ არ გვაქვს არანაირი პანიკის საფუძველი, ვინაიდან არ გაგვაჩნია არანაირი ეპიდემიური მონაცემები. სახელმწიფო მზად არის გრიპის ვირუსისთვის. ვაქცინა არ არის პანაცეა და აქედან გამომდინარე, არ ვთვლი, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არის საჭირო გრიპის ვირუსზე. შესაბამისად, ამისათვის არ არის საჭირო ზედმეტი აქცენტების გაკეთება. გრიპის ვირუსი არის ყოველ წელს და ყველა ქვეყანაში. ჩვენც როგორმე გადავიტანთ გრიპის ვირუსს", - განაცხადა ტიკარაძემ.