თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, დღეს ორმოცდაათამდე ოჯახი საახალწლო ნობათით დასაჩუქრდა.
რიმა ბერაძემ წარმომადგენლობის თანამშრომლებთან და მოქალაქეებთან ერთად, რომლებმაც საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს, რაიონის მრავალშვილიანი ოჯახები და მარტოხელა პენსიონერები მოინახულა. მაჟორიტარმა მათ დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
„საახალწლო კვირეულის ფარგლებში გამართული დღევანდელი ღონისძიების ფორმატი ოდნავ განსხვავებულია. დღეს, ჩვენი რაიონის მრავალშვილიან ოჯახებთან და მარტოხელა პენსიონრებთან ერთად, ის ბავშვებიც დავასაჩუქრეთ, რომლებმაც მაჟორიტარის წარმომადგენლობაში წერილები გამოაგზავნეს და საახალწლო სურვილები ჩაიფიქრეს. ჩვენთვის მთავარი ადამიანური ყურადღება და გვერდით დგომის განცდაა“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.
წინასაახალწლო კვირეული ძველით ახალ წელს დასრულდება.