logo_geo
eng_logo
ლევან კობერიძე: როცა ადამიანების კეთილდღეობას და საცხოვრისს ეხება საქმე ოპოზიციაც და პოზიციაც უნდა გავერთიანდეთ
- +

26 დეკემბერი. 2019. 11:07

 

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე  მუხიანის  პირველი  მიკრო-რაიონის „ა“ კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდა, რომლებსაც მისი დიდი ძალისხმევით ის საცხოვრებელი ფართები, სადაც წლობით ცხოვრობდნენ, საკუთრებაში სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცათ.

 

„მიხარია, რომ ეს ადამიანები შობა-ახალ წელს საკუთარ ბინაში შეხვდებიან!  ჩვენი ისტორია 2016 წელს დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიყავი ქართული ოცნებიდან და ეს ოჯახები გაზის, დენის და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე შეფარებული იყვნენ ამ შენობას და პატარა ბავშვებისათვის ოთახის გათბობა შეშის ღუმელით უწევდათ. დეპუტატად არჩევის შემდეგ დავიწყე ეკონომიკის სამინისტროში, მერიაში, გამგეობაში, ქონების მართვაში და ასე შემდეგ შუამდგომლობები, ბევრი წინააღმდეგობა და დაბრკოლება შეგხვდა.. ამასობაში ოპოზიციაშიც გადავედი, მაგრამ ის მიცემული პირობა არასოდეს დამირღვევია და ვაგრძელებდი მერიასა და ყველა სამთავრობო სტრუქტურასთან მუშაობას ამ საკითხზე“, -  განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძემ მადლობა გადაუხადა ეკონომიკის  სამინისტროს, მერიას, გამგეობას, რომლებმაც ეს საქმე ბოლომდე მიიყვანეს დევნილი ქალბატონის, ნინო გოგოლაძის აქტიური ჩართულობით.

 

„როცა ადამიანების კეთილდღეობას და საცხოვრისს ეხება საქმე ოპოზიციაც პოზიციაც უნდა გავერთიანდეთ და ერთად შევძლოთ კიდევ ბევრი ასეთი ოჯახის და პატარის გახარება, რომლებიც ახალ 2020 წელს თავის მშობლებთან, ბებია-ბაბუებთან ერთად და სიხარულით საკუთარ თბილ მყუდრო ბინებში შეხვდებიან“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner