logo_geo
eng_logo
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს
- +

26 დეკემბერი. 2019. 13:31

 

 

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა განაცხადა, გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი იყო, როგორც გრძელვადიან გამოწვევებსა და გეგმებზე, ასევე, იმ პირველი რიგის პრობლემებზე, რომელთა გადაჭრაც ამ ეტაპზე პრიორტეტულია.

 

შედეგად, 2020 წლის 1-ლი აპრილიდან თბილისში ამოქმედდება არასრულწლოვანთა სამმართველო, რომელსაც საწყის ეტაპზე 25 სპეციალიზებული გამომძიებელი ეყოლება. ასევე, შეიქმნება კრისიზულ სიტუაციებში რეაგირების უყწებათაშორისი დეტალური გეგმა, სადაც გაიწერება ყველა აქტორთან დაკავშირებული კონკრეტული ნაბიჯები და ვალდებულებები.

 

„განვაგრძობთ მუშაობას სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების და არასრულწლოვანი მოწმეებისთვის ადვოკატის ყოლის აუცილებლობის საკითხებზე. დღეს დილიდან შესაბამისი უწყებები უკვე გვაწვდიან ინფორმაციას და აგრძელებენ მუშაობას თითოეული მიმართულებით. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ როგორც ოთხივე სამინისტროს და განსაკუთრებით მინისტრის მოადგილეებს აქტიური თანამშრომლობისათვის, ასევე - პროცესში ჩართულ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს და ექსპერტებს“, - განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრის დავალებით, პროცესი ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში მიმდინარეობს და მას კოორდინაციას უწევს ადამიანის უფლებათა სამდივნო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner