პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან კულტურის სფეროს გამოყოფას მიესალმება.
„მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დარგს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი. შეიძლება ეს იყოს გამსხვილებული სამინისტროს ფორმატში, შეიძლება იყოს ცალკე. რეალურად სახელმწიფო საბიუჯეტო დანახარჯების გარეშე, უფრო ეფექტური იყო სამინისტრო, მაგრამ არ მგონია, რომ ეს არის პანაცეა. პანაცეა და გადაწყვეტილება ეფექტური არის მაშინ, როცა ხალხი დარგის მიმართ მთელ ინტელექტუალურ რესურს ამჟღავნებს და ამას ჰყავს ორგანიზატორი, მეთაური. ამიტომ, მხოლოდ სამინისტროს გამოყოფა ვერ იქნება კულტურის დარგის გამაძლიერებელი, მაგრამ თუ ეს წინაპირობაა, რატომაც არა. დარგს გაცილებით მეტი პატრონობა სჭირდება და დარგს სჭირდება ის ბრენდი, რომელიც ყოველთვის გააჩნდა საქართველოში. ნებისმიერ დროს კულტურა იყო და დარჩება ჩვენი ქვეყნის ბრენდი, იარაღი და სახე“, - განაცხადა ვოლსკიმ.