„ოკუპანტმა სამწუხაროდ, არა მხოლოდ საქართველოს, მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა თავისი ნამდვილი სახე“, - ასე ეხმიანება ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაში ყოფნას.
„ცხინვალის დე- ფაქტო ხელისუფლების ნაბიჯები, საქმიანობა არის უკანონო, შესაბამისად, მათ მიერ ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება არის უკანონო და ეს ასეთად არის შეფასებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. სამწუხაროდ, ვაჟა გაფრინდაშვილი ჯერ კიდევ რჩება უკანონო პატიმრობაში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავათავისუფლოთ ადამიანი უკანონო პატიმრობიდან.
სამწუხაროდ, ოკუპანტმა კიდევ ერთხელ, არა მხოლოდ საქართველოს, მთელ მსოფლიოს დაანახა თავისი ნამდვილი სახე და ისიც, რომ მათთვის ადამიანის უფლებები საერთოდ არაფრად ფასობს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.