logo_geo
eng_logo
წიგნის საახალწლო ფესტივალი 2019 იწყება
- +

26 დეკემბერი. 2019. 15:48

 

27-29 დეკემბერს, თბილისის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი 2019 გაიმართება, რომელზეც  სიახლეებითა და ფასდაკლებით წარმოდგენილი იქნებიან ქართველი გამომცემლები.

 

წიგნის მოყვარულებს სამი დღის განმავლობაში, 11:00-დან 20:00 საათამდე საშუალება ექნებათ განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინონ ძველი და ახალი გამოცემები, დაესწრონ ახალი წიგნებისა თუ თარგმანების პრეზენტაციებს და მოისმინონ აქტუალურ თემებზე საჯარო ლექციები. საახალწლო ფესტივალი პატარებსაც უამრავ ლიტერატურულ თამაშსა და გასართობ შოუ-პროგრამას სთავაზობს.

 

ფესტივალი უკვე მე-6 წელია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება და მისი ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. „ახალი წელი ახალი წიგნებით!“ - ასეთია ფესტივალის სლოგანი, რომლის მიზანია საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და საგამომცემლო პროცესების ხელშეწყობა.

 

ღონისძიება 27 დეკემბერს 12 საათზე წლის ბესტსელერი გამოცემების დაჯილდოებით გაიხსნება. ფესტივალის ორგანიზატორები სამი დღის განმავლობაში სტუმრებს უამრავ სიურპრიზსა და სიახლეს ჰპირდებიან. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

 

ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ფესტივალის მეგობარია „თიბისი ბანკი“.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner