logo_geo
eng_logo
ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე ავტობუსების მარშრუტი ორი დღით შეიცვლება
- +

28 დეკემბერი. 2019. 11:24

 

ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე ავტობუსების მარშრუტი ორი დღით შეიცვლება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

„გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე, კერძოდ, ავტობუსების ბოლო გაჩერებიდან მე-8 მიკრორაიონში მდებარე მშენებარე ეკლესიამდე, საგზაო მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგების გამო 28 და 29 დეკემბერს ავტობუსების მარშრუტები ნაწილობრივ შეიცვლება.

 

მათივე ინფორმაციით, N23, N24, N33, N39 და N51 ავტობუსები ვეკუას ქუჩაზე გლდანის მე-7 მიკრორაიონის მხრიდან გადაუხვევენ მშენებარე ეკლესიის მიმართულებით და გზას ხიზანიშვილის ქუჩაზე მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისკენ“ განაგრძობენ.

 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner