logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ელექტრონული პირადობის მოწმობა მნიშვნელოვანი დოკუმენტია და ის კი არ უნდა დავასუსტოთ, არამედ უნდა გავაძლიეროთ
- +

28 დეკემბერი. 2019. 12:44

 

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ელექტრონული პირადობის მოწმობა მნიშვნელოვანი დოკუმენტია და ის კი არ უნდა დასუსტდეს, არამედ, პირიქით, უნდა გაძლიერდეს.

 

„ელექტრონული პირადობის მოწმობა არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი და ის კი არ უნდა დავასუსტოთ, არამედ უნდა გავაძლიეროთ, რადგან 2014 წელს ამით „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ბიომეტრიული ფოტოსურათით დატანილი საარჩევნო სიები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა საკონსტიტუციო სასამართლო დავარწმუნოთ იმაში, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობა არა დასუსტდეს, არამედ გაძლიერდეს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით, არ არის სავალდებულო პირადობის მოწმობა ელექტრონული იყოს.

 

დღემდე არსებული ნორმა დოკუმენტების არაელექტრონული სახით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) გარეშე მიღების შესაძლებლობას არ იძლევა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში პირადობის ახალი ელექტრონული მოწმობა 2011 წლის პირველი აგვისტოდან გაიცემა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner