ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა.
„ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველას, მთავრობას, პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროებას. ნება მომეცით, ცოტა დავწყნარდე და მერე ყველას მოგაწვდით ინფორმაციას. უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა მეგობარს, ვინც გვერდში მედგა განსაკუთრებით, ჩემს ლამაზ მეუღლესა და ბრწყინვალე შვილებს. რა ინფორმაციასაც მაწვდიდნენ ასე გაერთიანებულად საქართველოს საქმე ვაკეთოთ“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა პოლიციის სამმართველოს დატოვების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა.