logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ძნელი იქნებოდა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება, რომ არა მთელი ქართული საზოგადოებისა და ჩვენი მეგობრების ერთიანობა
- +

28 დეკემბერი. 2019. 15:13

 

„ძალიან ძნელი იქნებოდა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რომ არა მთელი ქართული საზოგადოებისა და ჩვენი მეგობრების ერთიანობა, ოჯახის წევრების აქტიურობა და სახელმწიფო სამსახურების ყოველწუთიერი მუშაობა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მრჩეველმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

„ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ნორმალურია, თუმცა ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ ყველამ ერთად. არამარტო ოჯახმა, არამარტო ჩვენ, მისმა თანამოქალაქეებმა, ყველა კეთილი ნების ადამიანმა და ახლაც არაერთი ზარი იყო უცხოეთიდან, ჩვენი მეგობრები, ლატვიის ყოფილ პრეზიდენტი და უამრავი მეგობარი უცხოეთიდან რეკავენ და კითხულობენ მის ამბავს, მის ჯანმრთელობის ამბავს, ვინც ჩართული იყო მის გათავისუფლებაში. მართლაც ძალიან ძნელი იქნებოდა გათავისუფლება, რომ არა მთელი ქართული საზოგადოების და ჩვენი მეგობრების ერთიანობა, ოჯახის წევრების დღე და ღამე აქტიურობა, ყველა ჩართული იყო, სახელმწიფო სამსახურები, სპეცსამსახურებიც და მათი დაუღალავი ყოველწუთიერი მუშაობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში, არ ჩანს ხოლმე. ჩანს ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები როგორ ვაქტიურობთ და არ ჩანს ხოლმე მეორე ფლანგი, ზურგში რა მუშაობა ხდება და რომ არა ის მუშაობა, შეუძლებელი იქნებოდა მისი გათავისუფლება, თუმცა დღეს ეს ადამიანი თავისუფალია“, – განაცხადა სუბარმა.

 

მისი თქმით, ამ საკითხზე მთელი საზოგადოება იყო ერთიანი. ამასთან, სუბარის თქმით, დღეს მცირედით მაინც უნდა შერცხვეთ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებდა.

 

„ერთ რამეს დავამატებ, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მართლა მთელი საზოგადოება ერთიანი ვართ – ოპოზიცია, არასამთავრობოები, მმართველი გუნდის წარმომადგენლები, თუმცა ამ დროსაც გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, აქცენტები სხვა მიმართულებით გააკეთონ, თითქოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს და მგონი, დღეს ის დღეა, როდესაც ამ ადამიანებს თავისი სიტყვების ცოტა მაინც შერცხვეთ. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ წარსულზე ვლაპარაკობ, მომავალშიც იქნება სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ოკუპაციის პირობებში, როცა ჩვენი ერთიანობა არის აუცილებელი, როცა ერთიანობა უნდა ვაჩვენოთ ყველას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner