logo_geo
eng_logo
აშშ-ის საელჩო: ვუერთდებით სიხარულს იმასთან დაკავშირებით, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი შინ დაბრუნდა
- +

28 დეკემბერი. 2019. 17:34

 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხმაურება.

 

„მივესალმებით ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ. ვუერთდებით ყოველი ქართველისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა სიხარულს იმასთან დაკავშირებით, რომ იგი შინ დაბრუნდა და დღესასწაულებს ოჯახთან ერთად გაატარებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე გადასასვლელი პუნქტები და დაუშვას ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ამერიკის შეერთებული შტატები ინარჩუნებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ ერთგულებას“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner