logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე: საერთაშორისო საზოგადოების დახმარებამ თავისი შედეგი გამოიღო
- +

28 დეკემბერი. 2019. 18:21

 

„საერთაშორისო საზოგადოების დახმარებამ საბოლოო ჯამში თავისი შედეგი გამოიღო, რომელსაც მთელი ქვეყანა ველოდით“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას.

 

„ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია ! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა მის გათავისუფლებაში! საერთაშორისო საზოგადოების დახმარებამ, საბოლოო ჯამში, თავისი შედეგი გამოიღო, რომელსაც მთელი ქვეყანა ველოდით. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მომავალ ახალ წელს თავის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად შეხვდება !“ - წერს მამუკა ბახტაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner