ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ირმა ინაშვილი, შენ ყოველთვის იქ ხარ, სადაც საქართველოს სჭირდება!
მთავარია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან ერთად არის.
დარწმუნებული ვარ, დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი და მთლიანად „პატრიოტთა ალიანსი“ კვლავაც ძალღონეს არ დაიშურებენ და ოკუპირებული ტერიტორიები ერთიან საქართველოს მშვიდობიანი გზით დაუბრუნდება!
„ობიექტივი“ ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს, რადგან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სიმართლე ყოველთვის, ყველგან და ყველაფერში!“ - წერს მძინარაშვილი.