logo_geo
eng_logo
ილია მეორე: უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენ სულიერ ტაძარზე
- +

29 დეკემბერი. 2019. 13:41

 

სამების საკათედრო ტაძარში ანდრია წინასწარმეტყველის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა.

 

წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა.

 

„ჩვენთან არს ღმერთი. დღეს არის ხსენება წმინდისა წინასწარმეტყველისა ანდრიასი. წმინდა ანდრია უკანასკნელი წინასწარმეტყველია. ის მიმართავდა ებრაელ ხალხს, რომ თქვენ სასახლეებს იშენებთ და ვერ აგიშენებიათ ტაძარი ღვთისა. ჩვენ რომ ვაშენებდით ამ წმინდა სამების ტაძარს, ჩვენ შევქმენით ხატები წმინდისა ანდრიასი და საოცრად დაგვეხმარა და ტაძრები აშენდა მთელ საქართველოში და ჩვენ ვმადლობთ წმინდა ანდრიას. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენ სულიერ ტაძარზე, რომ აშენებთ ამ ხილულ ტაძრებს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორი ტაძარი ავაშენოთ სულში. სად მივდივართ, აღმა მივდივართ თუ დაღმა ვეშვებით. ღმერთს დიდება და მადლობა. ღმერთი გვეხმარება და ავდივართ მაღლა. დიდება შენდა უფალო, მადლობა შენდა უფალო. შეგეწიოთ წმინდა ანდრია წინასწარმეტყველი და დაგეხმაროთ სულიერი ტაძრის მშენებლობაში“, - ბრძანა პატრიარქმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner