logo_geo
eng_logo
მამუკა წოწერია: ყველას ვთხოვ, თავი შეიკავოს არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან!
- +

29 დეკემბერი. 2019. 15:20

 

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია სოციალური ქსელით, თხოვნით მიმართავს ყველას, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.

 

„ძალიან ცუდი, სამწუხარო ფაქტი მოხდა სოფელ შამგონაში. იპოვეს გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი, რომელმაც სავარაუდოდ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

აღნიშნული ფაქტი მომხდარია ჩვენი მაჟორიტარის, ზაზა ხუბუას სახლის ეზოში მდებარე საქონლის სადგომში, რომელიც გარდაცვლილის და ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის სახლებს შორის მდებარეობს - გარდაცვლილი ზაზა ხუბუას მეზობელია.

 

ავრცელებენ, თითქოს ეს ფაქტი ხუბუას სახლში მოხდა, რაც არასწორი ინფორმაციაა. სინამდვილეში ამ ფაქტთან ზაზა ხუბუას არანაირი შეხება არ ქონია.

 

დარწმუნებული ვარ, გამოძიებისგან კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მივიღებთ, მანამდე კი ყველას ვთხოვ, თავი შეიკავოს არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან“, წერს მამუკა წოწერია.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner