ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის ინფორმაციით, წელს, სავარაუდოდ, სინოდის სხდომა აღარ ჩატარდება.
„დამთავრდა წელიწადი და ალბათ წელს აღარ ჩატარდება სინოდის სხდომა. იყო შემთხვევები, რომ ორზე მეტჯერ ჩატარებულა და იყო შემთხვევები, რომ არ ჩატარებულა ორჯერ, პატრიარქის გადასაწყვეტია. პატრიარქი ერთპიროვნულად წყვეტს, როდის ჩატარდეს სინოდის სხდომა“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.