„გვსურს გამოვეხმაუროთ გახშირებულ რიტორიკას, რომ თითქოსდა ამერიკამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება მთავრობაში და მისი მხარდაჭერა ამა თუ იმ პარტიის მიმართ, რითაც აპელირებენ ხშირად ოპოზიციური სპექტრიდან, თითქოსდა გარანტია ხელისუფლებაში მოსვლის“, - ამის შესახებ საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის წარმომადგენელი ვეფხვია გულედანი განცხადებას ავრცელებს.
„მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა გადის ქართველ ხალხზე და არჩევნებზე. ხოლო სუბიექტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამერიკამ უნდა გადაწყვიტოს ან მისმა მხარდაჭერამ, ვინ იქნება მომავალში ხელისუფლებაში. ჩვენთვის არაფრით განსხვავდება იმ სუბიექტებისგან, ვინც თვლიან, რომ ოკუპანტი რუსეთი უნდა იყოს დღის წესრიგის წარმმართველი და ნოსტალგიითაა განწყობილი მოსკოვურ გავლენებზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს აქვს სუვერენიტეტი და ნებისმიერი შიდა პოლიტიკური პროცესი და არამარტო. მხოლოდ ქართული საზოგადოების გადასაწყვეტია, სხვაგვარად ზემოთ აღნიშნული მიდგომა ქვეყნის ისეთივე ღალატია, როგორც „რუსუთუმეობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.