„2019 წელს საკმაოდ მაღალი იყო პოლარიზაცია საზოგადოების სოციალურ ცხოვრებაში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„საკმაოდ მაღალი იყო პოლარიზაცია საზოგადოების სოციალურ ცხოვრებაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ხელისუფლება არის ერთიანი ჯაჭვი, როგორც ოპოზიციის, ასევე მთავრობის. რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვანაირად გვაქვს გადანაწილებული პასუხისმგებლობა, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერმა.
მან მთავრობის როგორც არსებულ შემადგენლობას, ასევე მათ წინამორბედებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ჩვენს იმ კოლეგებს გადავუხადო მადლობა, რომლებიც იყვნენ ამ კაბინეტის, ამ მთავრობის წევრები, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ჩვენთან არ არიან. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, მამუკა ბახტაძეს დაწყებული შრომისთვის 2019 წელს და მინდა თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ დამდეგი წელი, გისურვოთ ჯანმრთელობა, წარმატებები ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში და ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა გახარიამ.