logo_geo
eng_logo
საქართველოს მთავრობამ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია დაასრულა
- +

30 დეკემბერი. 2019. 17:01

 

ბაღის ტერიტორიაზე განახლდა არსებული შენობები, მოეწყო სასეირნო ბილიკები, ხელოვნური ტბა, ჰერბარიუმი. ბაღს დაემატა მცენარეთა ახალი ჯიშები.

 

მსურველებს განახლებული ბოტანიკური ბაღის მონახულება უკვე 29 დეკემბრიდან შეუძლიათ.

 

რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება - 10 მლნ ლარზე მეტია.

 

პროექტი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის მერიასთან ერთად განახორციელა.

 

ფონდ „ქართუსა“ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია საქართველოს მუზეუმების ასოციაციამ მომზადდა.

 

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, საქართველოს სხვა 4 ისტორიულ ბაღთან ერთად, ჩაერთო ევროსაბჭოს კულტურულ მარშრუტში. ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირს საქართველო 2019 წელს შეუერთდა.

 

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახვეწის მიზნით, რეაბილიტაციის პროექტი ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, მათი მეთოდოლოგიური რჩევებით შემუშავდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner