logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მიწისქვეშა ნაგვის ურნები არის საპილოტე პროექტი, ავტომატიზებულია და არის თანამედროვე
- +

30 დეკემბერი. 2019. 17:59

 

 

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ნაგვის ურნები, რომელიც ილია ჭავჭავაძის გამზირზე დამონტაჟდება საპილოტე პროგრამაა.

 

„ეს არის მიწისქვეშა ურნები, რომლებიც არის სიახლე. ეს არის საპილოტე პროექტი, რომელსაც პირველად ვახორციელებთ ჭავჭავაძის გამზირზე. ეს არ არის უბრალო სანაგვე ურნები, ეს არის სპეციალიზებული ურნები, რომლებიც ავტომატიზებულია და არის თანამედროვე. ეს არის სიახლე, რომელიც იქნება განთავსებული მიწის ქვემოთ და დღეს, თუ ყოველდღიურად უწევს „თბილსერვისს“ ნაგვის გატანა, ამ კონკრეტული პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეიძლება, კვირაში ერთხელ მოუწიოს. ავტომატურად მიდის შეტყობინებები, როდესაც ნაგვის ურნები იქნება გადავსებული. იქნება დახურული, ვერც სუნი შეგვაწუხებს, არც ვიზუალური მხარე და ვფიქრობ, ძალიან მაგარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner