ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქთან იმყოფებოდნენ. როგორც დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, მათ პატრიარქს დაბადების დღე მიულოცეს და სხვა თემებზე არ უსაუბრიათ.
ილია მეორესთან ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად იყო მისული. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
როგორც ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, საღამოსთვის საპატრიარქოში სტუმრებს კიდევ ელოდებიან.
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს 87 წელი შეუსრულდა.