logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების განსახილველად ვლადიმერ პუტინს შეხვდება
- +

6 იანვარი. 2020. 18:46

 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 11 იანვარს რუსეთში ჩავა. გერმანიის კანცლერი რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიწვევით ჩადის.

 

ორი ქვეყნის ლიდერები ახალო აღმოსავლეთში შექმნილ მდგომარეობას განიხილავენ. მერკელთან ერთად რუსეთში გაემგზავრება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასიც.

 

„რუსეთი მსოფლიო ასპარეზზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა.

მისივე თქმით, მერკელი და პუტინი უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხსაც განიხილავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner