ეკონომიკური ექპერტი ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სომხეთი VS საქართველო (ეკონომიკა).
ჩემთვის გაუგებარია, სომხეთის პრემიერის გამოქვეყნებულ, შიდა მომხმარებელზე და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე გათვლილ მესიჯს რატომ აფრიალებენ საქართველოში როგორც ჭეშმარიტების საფუძველს და საერთოდ რატომ ეხმაურებიან მას.
თუ მაინცდამაინც შედარება გვინდა, ჯერ როგორ იანგარიშება ეს მაჩვენებელი, ის მაინც ხომ უნდა მოვიძიოთ?
კარგი, ეგ არ ვიცით და ან თვალს ვხუჭავთ... ხომ შეიძლება შევადაროთ სხვა პარამეტრებიც: საშუალო ხელფასი, საკრედიტო რეიტინგი, დასაქმება, უმუშევრობა, უცხოური ინვესტიციები და ა.შ. მათ შორის ის ზემოთ ხსენებული მშპ-ც და მშპ-ც მოსახლეობის ერთ სულზე, არაფერს ვამბობ PPP მეთოდით დათვლაზე, წესით, რომლითაც უნდა დარდებოდნენ ქვეყნები... აბა, თუ მიხვდებით, რომელი პარამეტრით სჯობია სომხეთი საქართველოს?
- არც ერთით!
მარტო დასაქმება რომ ავიღოთ, სომხეთში დასაქმება ბოლო 5 წელიწადში 200 ათასი ადამიანით არის შემცირებული... ჰოდა, დავხუროთ რა თემა და რამე უფრო მნიშვნელოვანზე ვხარჯოთ დრო“, - წერს ჭარაია.