სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მართალს იძახის, იზამდა ამას... წავიდოდა ავადმყოფი მთავრობის თანხლებით... სწრაფად მოძრავი ესკორტი, სადმე ფასანაურთან შეფერხდებოდა, მოძრავი ავტომობილის მანევრის გამო... დაცვა მძღოლს გადმოათრევდა და სულის ამოხდამდე სცემდა ხელკეტებით, მცირეწლოვან შვილებთან და ცოლთან ერთად, ვინც არ უნდა ყოფილიყო... შემდეგ, რამდენიმე კილომეტრში, ავადმყოფი შეამჩნევდა სიმპათიურ ქალბატონს შემხვედრ ავტომობილში... გაიცემოდა ბრძანება - პატრულზე, კუდ-ზე, სოდ-ზე, ფინანსურ პოლიციაზე, რომ დაედგინათ, ვინაა, რით ცხოვრობს, რას საქმიანობს, დაიწყება ოჯახის წევრების დაჭერა-ჩადებით, ბიზნესის დალუქვა, დაჯარიმება, განადგურება, თან საერთო ნაცნობის მონახვა... შეთავაზება - ერთი ღამის გატარებაში პრობლემების სრულად გადაჭრა... სულ ეს არაა, ჩადის ადგილზე, ატარებს თათბირს, აგინებს და პანჩურებს ურტყამს თანამდებობის პირებს, ათავისუფლებს სამსახურიდან, ყველა ოჯახის წევრსაც აყოლებს ზედ, ვინც სადმე დასაქმებულია... მოშივდება... ჯდება სათქვლეფად, როცა ამოივსებს სტომაქს, ამჩნევს ერთ „ჩათქვირულ დიაცს“, რომელსაც მიათრევს სასტუმროს ნომერში... აღმოჩნდება, რომ ეს ქალი არის ერთ-ერთი მოქმედი ძალოვანის ცოლი... ამ ღამის შემდეგ, მეორე დღეს, ქმარი დიდ თანამდებობაზე ინიშნება მადლიერების ნიშნად... გუდაურში დამსვენებლებიც ბედნიერები არიან, დორბლიანიც კიდევ ერთხელ ნასიამოვნებია და არის ატროკებულ მოლოდინში, რომ გზაზე შეხვედრილი ქალბატონიც მალე ესტუმრება... სანდრა სადაა ამ დროს? მას ცალკე უკმაყოფილებენ ვნებებს...
P.S. მეტი ფანტაზია არ მყოფნის ამათი ცხოვრების აღსაწერად“, - წერს გოგაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საქართველოს კურორტებზე წყალმომარაგების პრობლემის შესახებ ისაუბრა.
„გუდაურში 5 დღე არ არის წყალი და ხელისუფლება მცხეთაში ქეიფობს - მე დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი, წავიყვანდი მთელ მთავრობას და ყველაფერს 1 საათში გავაკეთებინებდი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.