ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რა თქმა უნდა, ზუსტად აღწერთ და არა მხოლოდ ფანტაზიის ხარჯზე - დარწმუნებული ვარ. მაგრამ, ის ხალხი, ის „კაცები“ სად არიან, ვის მეუღლესაც მისი დაწინაურების წინაპირობად აბახებდა, ან ის თანამდებობის პირები სად არიან, პანღურებს რომ ურტყამდა და დედას აგინებდა სახალხოდ? სადაა ის ხალხი, ერთ ღამეში ოქრუაშვილის დაქალ ღამის ნოტარიუს ქალბატონ გინტურთან მთელი ცხოვრების განმავლობაში შექმნილ ქონებას და ბიზნესებს რომ ატოვებინებდნენ? გლდანის ციხის ჯოჯოხეთგავლილი ხალხი სადაა, სამშობლოს ღალატის თუ სხვა სასიკვდილო მუხლებით რომ ასამართლებდნენ? სახელმწიფოს ელოდებიან „სამართლიანობის აღსადგენად“ თუ კიევამდე ჩასაფრენი ავიაბილეთის ფულს ვერ შოულობენ? ჩავიდნენ და მოსთხოვონ პასუხი, როგორც კაცს შეეფერება! შეირგეს იმ „ადამიანებმაც“, შეირგო იმ ავადმყოფმაც და ამიტომაც იწევს კიდევ ერთხელ ხელისუფლებისკენ! ამიტომაც დაიწყეს უკვე სარეპრესიოდ გამზადებული ხალხის სიების შედგენა! თუ ასე გავაგრძელეთ ყველამ ერთად უმოქმედობა, დაუბრუნდება აუცილებლად ხელისუფლებას და რაც დააკლო იმ 9 წელს, ამჯერად 9 თვეში დაამატებს იმდენივეს და მეტსაც!“ - წერს ყარაულაშვილი.