logo_geo
eng_logo
გიგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სახელით უკრაინელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა
- +

9 იანვარი. 2020. 17:23

 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გიგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სახელით უკრაინელ ხალხს „უკრაინული საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა და საქართველოში, უკრაინის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

 

„უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ჩვენი მოვალეობაა დღეს გამოვუცხადოთ სოლიდარობა უკრაინელ ხალხს ამ კატასტროფასთან დაკავშირებით. მართალია იქ არა მხოლოდ უკრაინელები იყვნენ, იყვნენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც და ეს სამძიმარი ყველას ეკუთვნის, მაგრამ უკრაინული თვითმფრინავია, ეკიპაჟიც უკრაინული იყო და, ბუნებრივია, სწორედ ამიტომაც ამ მიმართულებით უკრაინა არის ყველას ყურადღების ცენტრში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია იყოს ობიექტური გამოძიება ჩატარებული და რაც შეიძლება სწრაფად. სწორია უკრაინის პრეზიდენტიც განცხადებაც, რომ ყველამ უნდა შეიკავოს თავი დასკვნებისგან, სანამ არ დასრულდება გამოძიება. კარგია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე ჩაერთო ამ გამოძიებაში, რის შესახებაც განცხადებები უკვე  გაკეთდა. ჩვენ კი დღეს ვუცხადებთ სოლიდარობას და სამძიმარს დაღუპულთა ოჯახებს და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს“, - განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

 

9 იანვარი უკრაინაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის საპატივსაცემოდ.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner