სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„პატრიარქის ხილულო და ფარულო, ფარისეველო მტრებო, ნუ ირჯებით, ვერ დაამარცხებთ მას, ის უფლის რჩეულია, იცავს და უყვარს. გირჩევთ, მოიკრიბოთ ძალა და მოინანიოთ ის, რაც მას აკადრეთ, ან გაქვთ ჩაფიქრებული და ჯერ კიდევ მოქმედებთ ამისთვის, თორემ არ აგცდებათ უფლის და ხალხის რისხვა!
მან უკვე შეგინდოთ თქვენ, ახლა ჯერი თქვენზეა, ჩაიხედეთ საკუთარ თავებში, გადაარჩინეთ თქვენი ცოდვილი სული, სანამ დაგახრჩოთ სიძულვილმა და ბოროტებამ.
უწმინდესო და უნეტარესო, დიდხანს გამყოფოთ უფალმა ჩვენთან! გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მოკრძალებული მოლოცვა, მადლიერება თქვენდამი, მორჩილება და თავგანწირვა“, - წერს გოგაშვილი.