ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ულამაზესი ნაძვის ხეა.
ძალიან დახვეწილი და არისტოკრატიული.
მესმის, რომ გაჭირვებაა.
მესმის, რომ ბევრი უბედურება ხდება...
მაგრამ მთელი ქვეყანა ძაძებს მაინც ვერ ჩაიცვამს.
ის ხალხი მაინც გაჩუმდეს, ვისი პრეზიდენტიც (და დღესაც მათი „გურუ“) წაგებულ ომს ზეიმობდა, „იქით“ დარჩენილ ქართულ სოფლებს ქვაღორღიან ტერიტორიად აცხადებდა, იმდენ ფულს, ეს ნაძვის ხე რომ დაუჯდათ, საკუთარ მასაჟისტს უხდიდა...
უნდა გვტკიოდეს და მაინც იმედით უნდა ვხვდებოდეთ ახალ წელს“, - წერს ჭუმბურიძე.