ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ზურაბ ნიჟარაძე ახალ წელს საავადმყოფოში შეხვედრია.
და იქ, იცით, რისი მიტანა მოუთხოვია?
რა თქმა უნდა, წიგნების - იუნგის და თომას მანის.
ის ხომ სულ კითხულობს, რასაკვირველია, თუ არ ხატავს.
დიდი მხატვარი და იშვიათი მოაზროვნე.
გუშინ მოვინახულე.
ცოტა ხნით პალატაში მარტო დავრჩით და ამით ვისარგებლე.
მაინც ბევრი მოვასწარით.
მხატვრობაზე - თავისთავად.
თომას მანზე კი აი, რა მითხრა:
„ცხრა ტომი თითქმის ზეპირად ვიცოდი. ახლა რომ ვკითხულობ, მისი მსჯელობა ცოტა ზედაპირული მეჩვენება“.
გაითვალისწინეთ: ის ზურაბ ნიჟარაძეა.
იცის, რასაც ამბობს.
***
ვიდრე მოსანახულებლად წავიდოდი, მეუღლეს ვესაუბრე.
ქალბატონმა ციცინომ(ციციშვილმა - „დეიდა ნატომ") მითხრა:
„ძალიან ვნანობ, მისი საუბრები რომ არ იწერებოდა. ახლა ვიყიდი ჩამწერს. რომ მომჯობინდება, დავიწყებ ჩაწერას. თქვენც ხომ მომეხმარებით?"
რა თქმა უნდა, ქალბატონო ციცინო.
კი, ამაზე აქამდეც უნდა გვეზრუნა...“ - წერს ჭუმბურიძე.