logo_geo
eng_logo
გიორგი დოხტურიშვილი: მერიას არ აქვს უფლება, ინვესტორს დაბრკოლება შეუქმნას, როცა ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს
- +

10 იანვარი. 2020. 16:10

 

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის, ვარკეთილს მესამე მასივის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი „ანას ბაღში“ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მერიას არ აქვს უფლება, ინვესტორს დაბრკოლება შეუქმნას, როცა ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მისივე განმარტებით, ადგილობრივი მოსახლეობაც ადასტურებს, რომ სამშენებლო ნებართვა ძველი ადმინისტრაციის მიერ კანონის სრული დაცვითაა გაცემული.

 

„მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა საკითხი შეისწავლეს და ხარვეზი არ დადასტურდა. შესაბამისად, მერიას არ აქვს უფლება ინვესტორს დაბრკოლება შეუქმნას. ჩვენ ვერცერთი კომპანიის წარმომადგენელს ვერ გადავუგრიხავთ ხელებს და ვერ ვაიძულებთ, უარი თქვას კანონიერ მშენებლობაზე. მოსახლეობა ასევე საუბრობდა ადგილმონაცვლეობაზე, ამ მიმართულებით მუშაობას ინვესტორის თანხმობა სჭირდება. შეგახსენებთ, რომ მსგავსი ფაქტი მოხდა ვაკის პარკში. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი საკითხის პოლიტიზირებას ცდილობს და ამ ფორმით პოლიტიკურ ქულებს იწერს“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner