logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ეუთო/ოდირის დასკვნაში არის ისეთი ფაქტობრივი უზუსტობები, რაც ნამდვილად უხერხულია
- +

10 იანვარი. 2020. 17:30

 

„დასკვნაში არის ისეთი ფაქტობრივი უზუსტობები, რაც ნამდვილად უხერხულია და ასეთი ორგანიზაციებისგან ჩვენ ამას მიჩვეულები არ ვართ“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან მოსამართლეების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„დასკვნა შეიცავს პოზიტიურ ელემენტებს პროგრესთან, რეფორმასთან დაკავშირებით, კანონმდებლობა არის ისეთი დახვეწილი, რომლის ანალოგი გამჭვირვალობის და ღიაობის თვალსაზრისით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, არის კრიტიკული ნაწილიც. იქ არის ისეთი ფაქტობრივი უზუსტობები, რაც ნამდვილად უხერხულია და ასეთი ორგანიზაციებისგან ჩვენ ამას მიჩვეულები არ ვართ. მაგალითად ასეთი უზუსტობაა, რომ შშმ პირს ჰქონდა საშუალება მიეღო მონაწილეობა ამ მოსმენებში და ამ შშმ პირის შესახებ არ ჩანს რომ იციან ინფორმაცია, რომ ის პარლამენტარი რატი იონათამიშვილია. ასევე, მითითებულია, რომ ფრაქციების წევრებს ჰქონდათ საშუალება დაეთმოთ სხვა ფრაქციებისთვის დრო, ოღონდ ეს იყო მხოლოდ შიდა პარტიული დათმობა და სხვა ფრაქციის წევრებისთვის არ შეეძლოთ. ანუ არის საკითხები, რომლებიც არის კონტექსტიდან ამოვარდნილი, არის ფაქტობრივი უზუსტობები და ფაქტობრივ უზუსტობებზე დაყრდნობით კრიტიკა რამდენად რეალურია, თქვენ თვითონაც ხვდებით. იმდენი და იმდენად უხერხული ფაქტობრივი უზუსტობაა, არ ვსაუბრობ შეფასებაზე, რომ მგონია, იურიდიული კომიტეტი მოამზადებს თავის პასუხს ან განმარტებას ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

აქვე, მდინარაძე გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას და აღნიშნა, რომ მათგან სპეკულაციებს უმრავლესობა მიეჩვია.

 

„ამას სჭირდება უდიდესი ძალისხმევა თავხედობას კუთხით რომ ამ დასკვნაზე თქვა, ამის გამო შეიძლება ვიღაცამ არ მოინდომოს კომუნიკაცია უმრავლესობასთან. სამწუხაროდ, ჩვენ წელს ამას კიდევ უფრო მივეჩვევით, რომ ოპოზიციის სპეკულაციის ხარისხი იქნება ცაში და ამისთვის ჩვენ მზად ვართ. ვიბრძოლებთ იმ სიცრუის წინააღმდეგ, რასაც ისინი აკეთებენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner