logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე: ეს ინფორმაცია სადღაც ნიუსრუმშია მოგონილი და სიმართლეს არ შეესაბამება
- +

10 იანვარი. 2020. 17:34

 

„ეს ინფორმაცია არის მოგონილი და არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მე, უმრავლესობის ლიდერი არც ერთ მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განაცხადა.

 

„მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, ეს არის მოგონილი სადღაც ნიუსრუმში, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მე, უმრავლესობის ლიდერი არც ერთ მსგავს სიტყვასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ. რამდენად შეიძლება იყოს ეს ახლო პერსპექტივაში, გრძელვადიან პერსპექტივაში, ზოგადად, ყველაფერი მოსალოდნელია, არც ერთი თანამდებობა არ არის მუდმივი, მაგრამ დღეს ამის შესახებ საუბრები არ მიდის. არათუ ინფორმაცია არ არის მართალი, არამედ მოგონილია, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს და მის ნაცვლად არჩილ თალაკვაძე დაინიშნოს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner