logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: გამორიცხეთ, რომ აშშ-ის რაიმე კითხვის ნიშანი გააჩნია საქართველოს სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებით
- +

10 იანვარი. 2020. 17:34

 

„გამორიცხეთ ის, რომ აშშ- ის რაიმე კითხვის ნიშანი გააჩნია საქართველოს სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებით. მთავარია, ტენდერი ჩატარდეს პროფესიონალურად“, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი კითხვას, რამდენად პრიორიტეტული იქნება ანაკლიის პორტის პროექტში ამერიკული ინვესტიციის მონაწილეობა.

 

„ამერიკული კომპანია საკმაოდ ინტენსიურად მონაწილეობს საქართველოს პორტების და სატრანზიტო სისტემების განვითარების პროექტებში, სახელმწიფო ორგანიზაცია "ოპეკი" არის შემოსული უშველებელი ინვესტიციით, აქედან გამომდინარე, საერთოდ გამორიცხეთ ის, რომ აშშ-ის რაიმე კითხვის ნიშანი გააჩნია საქართველოს სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებით. ასე რომ, მთავარია, ტენდერი ჩატარდეს პროფესიონალურად და შემოვიდეს ისეთი კომპანია, რომელიც ვალდებულებებს შეასრულებს“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

 

რაც შეეხება მისივე თანაგუნდელი რომან კაკულიას განცხადებას, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ შეიძლება ისიც ითქვას, რომ რუსეთმა ზეწოლა სწორედ კონსორციუმზე მოახდინა, რათა მას არ შეესრულებინა ვალდებულებები. თუმცა, აქვე განმარტავს, რომ ის ამ ლოგიკას არ იზიარებს და პორტთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებში გარე ფაქტორების როლს გამორიცხავს.

 

„რუსული საფრთხე ყოველთვის იარსებებს, მე არ ვიცი, ბატონმა რომანმა რა თქვა, მაგრამ ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, მაშინ გამოდის, რომ კონტრაქტების შეუსრულებლობა არის ის, რაზეც რუსეთმა შეიძლება თავის ძალისხმევა მიმართოს და კონსორციუმმაც მაშინ, რუსეთის ზეწოლით არ შეასრულა თავისი ვალდებულებები და აქედან გამომდინარე ჩაიშალა ეს კონტრაქტი. მე ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით დაზუსტებები მოეთხოვება, საჭიროც არის, მაგრამ რეალური ფაქტი რაც არის, მონაცემები არ მეტყველებს იმაზე, რომ გარეშე ფაქტორი არის აქ განმაპირობებელი. არსებობდა კონტრაქტი, სახელმწიფოს ვალდებულებები, რომელიც შესრულებულია და კონსორციუმის შეუსრულებელი ვალდებულებები.

 

მთავარია, გამოცხადდეს ტენდერი და ისეთი კომპანია შემოვიდეს, რომელიც შეასრულებს ვალდებულებებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner