„როდესაც მამუკა ხაზარაძის პროდასავლურობასა და პროამერიკულობაზე ვსაუბრობთ, ერთი რამე შემიძლია ვთქვა, მას შეიძლება ამერიკული მხოლოდ დოლარი უყვარდეს, თორემ მე მისი ამერიკისადმი სიყვარული სხვა არაფერში მინახავს“, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ტელეკომპანია „TV-პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ბორჯომის მაგალითიც კი საკმარისია, მიჰყიდა რუსებს. როდესაც დამოუკიდებელი საქართველო ყალიბდებოდა, მოგეხსენებათ, რომ ადამიანები ამბობდნენ, რომ თუნდაც წყლის რესურსებით ვიცხოვრებთ, ეს წყალიც კი მიჰყიდა რუსებს, კონკრეტულად „ალფა ჯგუფს“. დღეს თუ ვინმეს ბორჯომის ყიდვა უნდა, უნდა ჩავიდეს მოსკოვში და იქ გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები. ანაკლიის პორტის პროექტი მამუკა ხაზარაძისთვის ჩვეულებრივი ფინანსური ინტერესი იყო“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.