logo_geo
eng_logo
ექიმი-ეპიდემიოლოგი C ჰეპატიტის პროგრამაზე: სამწუხაროა, რომ გარკვეულ წრეებში სპეკულაციები არსებობს
- +

11 იანვარი. 2020. 18:30

 

 

„საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა მსოფლიოში უნიკალური და უპრეცედენტო საზოგადოებრივი და სოციალური პროექტია“, - ამის შესახებ ექიმმა-ეპიდემიოლოგმა, პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა კაკი აბუთიძემ განაცხადა.

 

როგორც აბუთიძემ აღნიშნა, მკურნალობა უკვე ჩაუტარდა 65 ათასზე მეტ პაციენტს და მიღწეულია მსოფლიოში სარეკორდო განკურნების მაჩვენებლები, კერძოდ პაციენტთა 98,7% სრულად განკურნებულია.

 

„იმედი გვაქვს, რომ პროგრამა მიაღწევს თავის რეალურ მიზნებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება მსოფლიოში პირველი შემთხვევა როდესაც ქრონიკული ინფექციური დაავადების ელიმინაცია მოხდება არა ვაქცინის, არამედ მედიკამენტების საშუალებით. მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა წარმატებით ხორციელდება, უკვე მკურნალობა ჩაუტარდა 65 ათასზე მეტ პაციენტს და მიღწეულია მსოფლიოში სარეკორდო განკურნების მაჩვენებლები, კერძოდ პაციენტთა 98,7% სრულად განკურნებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ დაამარცხეს ეს დაავადება. საქართველოს ისტორიაში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ არის განხორციელებული ისეთი საზოგადოებრივი და სოციალური პროექტი, რომელსაც გადაერჩინოს ამდენი ათეულ-ათასობით პაციენტის სიცოცხლე, რომელიც გადაარჩინა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ. სამწუხაროა, რომ გარკვეულ წრეებში არსებობს სპეკულაციები ამ პროგრამის ირგვლივ და უნდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები ქვეყნის სასიკეთოდ არ იქცევიან ნამდვილად. კიდევ ერთხელ თამამად ვიმეორებ, რომ პროგრამა წარმატებით ხორციელდება“, - აღნიშნა აბუთიძემ.