„ნუ დააზარალებთ პროგრამას პოლიტიკოსების ისტერიკებით“, - ამის შესახებ ბლოგერი გოგი გვახარია სოციალურ ქსელში წერს.
„ბოდიში და ძალიან ბანძობა მგონია C ჰეპატიტის წამლების თემით სპეკულაცია. ვინმეს უარი უთხრეს მკურნალობაზე? ფული მოსთხოვეს წამალში? რამდენ ადამიანს დაეხმარა ეგ პროგრამა… წამლები მეც გადავყარე გუშინ ვადაგასული, რადგან არ დამჭირდა. „უბორკა“ მქონდა. მათ შორის ძალიან ძვირი წამალი. 2-3 სი...ის გამო ნუ დააზარალებთ ახლა პროგრამას პოლიტიკოსების ისტერიკებით“, - წერს გვახარია.