logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 13 იანვარს გურიის რეგიონს ეწვევა
- +

12 იანვარი. 2020. 13:26

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეგიონში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდება და რეგიონში არსებულ ვითარებას გაეცნობა.

 

დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან, ლანჩხუთის საფეხბურთო აკადემიაში - სპორტსმენებთან და ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში - ფოლკლორის სფეროს წარმომადგენლებთან.

 

14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს საქართველოს პრეზიდენტი ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში აღნიშნავს: სახელმწიფო დროშას ერისთავების ციხე- სიმაგრეზე აღმართავს და საქართველოს მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.

 

ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით კი, 14 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვევა, რეაბილიტაციის პროცესს გაეცნობა და ქართულ საზოგადოებას თეატრის დღეს მიულოცავს.

 

პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრება, ღონისძიებას „კალანდა 2020“ დაესწრება და ოზურგეთის რეაბილიტირებულ, ისტორიულ, პირველ საჯარო სკოლას დაათვალიერებს.

 

სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში საშობაო სპექტაკლს დაესწრება, რომელიც ადმინისტრაციის მხარდაჭერით, რეგიონში ლიცენზირებული და მოქმედი ბავშვთა სახლების ბენეფიციარებისათვის ჩატარდება.

 

აღნიშნული კატეგორიის ბავშვებისათვის, 19-20-21 დეკემბერს სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად  საბავშვო სპექტაკლები ჩატარდა ასევე, თბილისსა და საქართველოს 11 ქალაქში. საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული კი, 110 ბავშვთა სახლსა და სხვადასხვა დაწესებულებებს გადაეცათ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner