logo_geo
eng_logo
„ბასიანთან“ დაჭრილი სამი მოქალაქიდან ერთმა საავადმყოფო დატოვა
- +

12 იანვარი. 2020. 18:11

 

კლუბ „ბასიანთან“ დაჭრილი სამი ახალგაზრდიდან ერთმა საავადმყოფო უკვე დატოვა, დანარჩენ ორს კი ექიმები ამ დრომდე მკურნალობენ. დაჭრილების მდგომარეობა ახლა სტაბილურია.

 

დაჭრილებიდან ორი კლუბის თანამშრომელია, ერთი კი სტუმარი. მათ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები ზურგის და ქვედა კიდურების არეში აქვთ მიყენებული.

 

კლუბ „ბასიანთან“ სროლა გვიან ღამით მოხდა. სროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი უკვე დააკავა, რომელსაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. 3 ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, კაცს დიჯეისთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც კლუბი დატოვა, უკან დაბრუნების შემდეგ კი ისროლა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner