logo_geo
eng_logo
დღეს არიადნა შენგელაიას „ვარსკვლავი“ გაიხსნება
- +

13 იანვარი. 2020. 12:14

 

დღეს, 17:00 საათზე, გრიბოედოვის თეატრში გაიმართება საქართველოს სახალხო არტისტის - არიადნა შენგელაიას შემოქმედებითი საღამო, რის შემდეგაც კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ გაიხსნება მისი სახელობის „ვარსკვლავი“.

 

ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი არიადნა შენგელაია 1937 წლის 13 იანვარს ტაშკენტში, უზბეკეთში დაიბადა. 2000 წელს მიენიჭა რუსეთის სახალხო არტისტის წოდება. საკავშირო კინოფესტივალის ლაურეატი (1959). შენგელაიამ პირველი პრემია მიიღო კიევის საკავშირო კინოფესტივალზე ტატიანა ლარინას როლის შესრულებისთვის ფილმში „ევგენი ონეგინი“ (1958).

 

1960 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ბ. ბელოკუროვის სახელოსნო). იყო თბილისის გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი. კინოში არაერთი როლი აქვს შესრულებული. 1957 წლიდან იღებენ კინოში. ჯერ კიდევ კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლისას ითამაშა ფილმებში: „ევგენი ონეგინი“ და „ეჟენი გრანდე“. 1950-იანი წლების ბოლოსა და 1960-იანი წლების დასაწყისში იყო საბჭოთა კინოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი. 1960 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მისი კინოდებიუტი შედგა ფილმში „ეკატერინა ვორონინა“, სადაც შეასრულა ირინას როლი. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა რეჟისორებთან ივანე პირიევთან, გიორგი დანელიასთან, ნადეჟდა კოშევეროვასთან, ფელიქს მირონერთან, ისიდორ ანენსკისთან, აბრამ როომთან, ნაუმ ტრახტენბერგთან, ელდარ შენგელაიასთან და სხვებთან. არიადნა შენგელაია ცნობილი იყო თავისი ნატიფი არტისტული სილამაზითა და ძველბერძნული სახელით — არიადნათი. 1980 წლიდან მუშაობას იწყებს მაქსიმ გორკის სახელობის კინოსტუდიაში მსახიობად. კინოში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: „შერეკილები“, „ევგენი ონეგინი“, „მთვარის მოტაცება“, „თეთრი ქარავანი“, „ძოწის სამაჯური“ და სხვა. თამაშობდა თეატრშიც. აღსანიშნავია კლეოპატრას როლი ბერნარდ შოუს პიესაში „კეისარი და კლეოპატრა“ და ანა ფრანკის როლი სპექტაკლში „ანა ფრანკის დღიური“. 1957-1980 წლებში ქორწინებაში იმყოფებოდა ქართველ რეჟისორთან ელდარ შენგელაიასთან. არიადნა შენგელაიას პირველი გვარია შპრინკი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner