logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი მოსამართლეობის კანდიდატთა ახალ, 6-კაციან სიაზე: არა მგონია, ეს საკითხი დღის წესრიგში იდგეს
- +

13 იანვარი. 2020. 14:47

 

„არა მგონია, ეს საკითხი დღის წესრიგში იდგეს“, - ასე უპასუხა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, განიხილავს თუ არა პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ახალ ექვსკაციან სიას.

 

სესიაშვილი ასევე გამოეხმაურა ეუთო/ოდირის დასკვნას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით.

 

„ჩვენ თუ მოსამართლეებს არ ავირჩევდით, უზენაესი სასამართლო დარჩებოდა საქმეების განხილვის გარეშე, არადა რამდენიმე ათასი საქმე დევს თაროზე. კრიტერიუმებთან მიმართებაში პარლამენტმა მაღალი სტანდარტი შეარჩია ისევე, როგორც განხილვის და მოსმენის პროცესში უმრავლესობაც და ოპოზიციაც მაქსიმალურად კრიტიკული ვიყავით. ამიტომ ამ მხრივ რაიმე პოლიტიკური ნიშნების დანახვა, ვფიქრობ, არაობიექტურია. იმდენ წინააღმდეგობას ვხვდები მე ამ დასკვნაში, მიმაჩნია, რომ რიგ შემთხვევებში კრიტიკა უსაფუძვლოა. მეორე მხრივ, ეუთო/ოდირი ვერ აიღებს სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაზე პასუხისმგებლობას“, - განაცხადა სესიაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მორიგი სია შევიდა. ახალი 6-კაციანი სია პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა. მოსამართლეობის კანდიდატები არიან: ილონა თოდუა; გენადი მაკარიძე; ნინო სანდოძე; პაატა სილაგაძე; გიორგი ტყავაძე; თეა ძიმისტარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner